Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

'ქართული ოცნების' საარჩევნო სიის ახალი სახეები

'ქართული ოცნების' საარჩევნო სიის ახალი სახეებიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიას ასაჯაროებს. კონფიდენციალურმა წყარომ პოსტსკრიპტუმს ქართული ოცნების კულუარებიდან იმ ადამიანების გვარები მიაწოდა, ვისი კანდიდატურებიც საპარლამენტო სიაში განიხილება, ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი-ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში. არჩილ თალაკვაძე-შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედი მოადგილე. გიორგი უძილაური-ფონდი “ქართუს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი. მიხეილ დუნდუა – “2030”-ის ექსპერტი. ირაკლი კობახიძე – “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი. “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში, ტელეკომპანიის ინფორმაციით, განიხილებიან “2030”-ის წევრები ლევან კალანდაძე და რამილია ალიევა, ასევე გადაცემა “2030”-ის მთავარი პროდიუსერი, ჟურნალისტი ვასილ მაღლაფერიძე. გარდა ამისა, პარლამენტში გადასანაცვლებლად ამზადებენ თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს და საკრებულოს წევრებს. სიაში განიხილება თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ლექვინაძის კანდიდატურაც. თბილისში მაჟორიტარული არჩევნებისთვის კი “ქართული ოცნება” საკრებულოში მისივე გუნდის წევრებს ამზადებს. საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რიმა ბერიძე ჩუღურეთის მაჟორიტარობისათვის ემზადება. მაჟორიტარობას გეგმავს საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი. “ქართული ოცნების” სიაში იქნება ორი პოლიტიკოსი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან-ერთი ნაძალადევის მოქმედი გამგებელი ზაზა გაბუნიაა, და მეორე საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია, ის თემქაზე აპირებს კენჭისყრას. “ქართული ოცნების” მაჟორიტარი იქნება ბათუმის სამი ოლქიდან ერ-ერთში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, ტყიბულში კი კენჭს, როგორც “ოცნების” კულუარებში ამბობენ, მაჟორიტარად ოთარ აბესაძე იყრის. ის დღეს განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის მრჩეველია. სიის პირველი ნომერი კი მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება – ავრცელებს ტელეკომპანია “რუსთავი 2”.
Мой аккаунт