„ქართული ეკონომიკური სასწაული"
მრავალგანზომილებიანი ღირსეული თანამედროვე ცხოვრების დასაწყისის მოლოდინი.
ორი ათეულ წელზე მეტია, ქართული საზოგადოება, განურჩევლად ერისა და ეროვნებისა, სვავს ერთად-ერთ უმთავრეს კითხვას! რა უნდა დაედოს საფუძვლად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისიდან გამოყვანას და დღემდე მიმდინარე ხალხის გაუსაძლისი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
დიდი ილია ამბობდა „ჩვენივე თავი ჩვენვე უნდა გვეკუთნოდესო" სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი გადაცემათა ციკლი „ილუზიიდან რეალობამდე" საქართველოს სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეფცია-პროგრამა.
რესურსების მრავალეფექტიანი შეერთების პროცესი ყოველთვის გულისხმობს მათი გამოყენების ალტერნატიული ვარიანტების არსებობას, ამიტომ არაა გასაკვირი, როდესაც საზოგადოებაში სამეცნიერო წრეებში და მაუწყებლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ ზოგჯერ საპირისპირო განსხვავებული მოსაზრება ჩნდება, ამ შემთხვევაში მე არ ვერთვები მათთან პოლემიკაში, მაგრამ მოვუწოდებ ექსპერტებს და ყველა ვინაც კრიტიკოსობა თანამდებობად გაიხადა და, ასევე ძველი რეჟიმის ეკონომიკური დოქტრინის დამცველებს, ბენდუქიძე, თავხელიძესა და ლიბერალების, შეშელიძე, ჯაფარიძის გუნდს, რომ ეკონომიკა არის მეცნიერება ღირსეული ცხოვრების წესით ყოფიერების დამკვიდრების არჩევანის შესახებ, გარდა ამისა, ეკონომიკა საზოგადოებაში სხვა, სოციალურ ურთიერთობათა სტატუს-შეფასების მეთოდიც არის.
წამყვანი პაატა გიორგაძე. სტუმრები: ირაკლი მიქელაძე, ზაალ ჟვანია და ანზორ თოთაძე.