Tuesday, 16 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

კანალიზაცია ინგირშიიი (1)

კანალიზაცია ინგირშიიი (1)У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
სოფელ ინგირში, ე.წ--ლი აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლები ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვენ. აქ კანალიზაციის მილებიდან, რომელიც მოსახლეობის თქმით, შარშან დასახლების სიახლოვეს დევნილთა კორპუსების გარემონტების შემდეგ გაფუჭდა, ფეკალური მასები ჟონავს.„კანალიზაციის მილები ეტყობა დაზიანებულია, არ ვიცი ზუსტად. მინდორში, სადაც ბავშვები თამაშობენ ბინძური წყლის გუბე დგას. ტბასავითაა. საშინელი სუნია მთელს დასახლებაში. ბავშვები ხშირად იწამლებიან. შველა გვინდა", -- უთხრა „ლაივპრესს" ნარგიზა კანკიამ, მახარაძის ქუჩის მაცხოვრებელმა. ადგილობრივების შინაური ფრინველი თუ ცხოველი მინდორში, დაბინძურებულ წყას სვამს. ამიტომ მოსახლეობა შიშობს, რომ მათგან მიღებული პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. პრობლემის მოგვარების თხოვნით, მოსახლეობამ მიმართა, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ასევე, სამეგრელო--ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციას. ამბობენ, რომ პრობლემის შესასწავლად ჯერჯერობით არავინ მოსულა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის, თენგიზ ქობალიას განცხადებით, პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და მისი მოგვარება „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ზუგდიდის სერვისცენტრს დაეკისრა. „რამდენიმე დღეა, რაც ეს ინფორმაცია წყალკანალს მივაწოდეთ. ეტყობა სწრაფად მოგვარებადი პრობლემა არ არის და დრო დასჭირდა. მე მხოლოდ გადმოცემით ვიცი იქ რა ხდება, მე თვითონ იქ არ ვყოფილვარ", -- განაცხადა თენგიზ ქობალიამ. თავის მხრივ, დავით ფოცხვერია, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ზუგდიდის სერვისცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაცია არავისგან მიუღია და დღეს, პირველად „ლაივპრესისგან" შეიტყო.
Мой аккаунт