У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ინგრედიენტები:
500 გრ. ისპანახი
200 გრ. ნიგოზი
100 გრ. ბროწეულის მარცვლები
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
1 ჩაის კოვზი ზაფრანა
1 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
1 თავი ხახვი
100 გრ. ქინძი
50 გრ. კამა
30 გრ. ნიორი
50 მლ. ზეთი
მომზადება:
ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ ისპანახი და ვხარშოთ 15 წუთი. მოხარშვის შემდეგ გადავწუროთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.
წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვბრაწოთ მზესუმზირის ზეთთან ერთად. სანამ ხახვი იწვება, გავწუროთ ისპანახი და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში შემწვარ ხახვთან ერთად.
გავატაროთ ასევე ნიორი, მწვანილი, ნიგოზი, დავამატოთ ღვინის ძმარი, სანელებლები და მარილი. მიღებული მასა ფრთხილად ავურიოთ და დავამატოთ ბროწეულის მარცვლები.