Friday, 26 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

გოჭების ბიზნესის უპირატესობა – წარმატებული ფერმერი სოფელ მუსხიდან

გოჭების ბიზნესის უპირატესობა – წარმატებული ფერმერი სოფელ მუსხიდანУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ელგუჯა ჯვარიძის გოჭების მსურველი იმაზე მეტია, ვიდრე მათი რაოდენობა. ფერმერს, სამი კვირის თერთმეტივე გოჭის ახალი მეპატრონე უკვე შერჩეული ჰყავს. გოჭები ერთ კვირაში ქერითა და შვრიით კვებას დაიწყებენ და ჯვარიძეების ფერმიდან, სოფელ მუსხის სხვა მაცხოვრებლებთან გადაინაცვლებენ. ლანდრას ჯიშის ღორებს რამდენიმე უპირატესობა აქვთ. 8 თვის ასაკში, მათი წონა 180 კილოგრამს აღწევს. ამის მიუხედავად, მას დიდი რაოდენობის ქონი არ აქვს. კარგი კვების შემთხვევაში, დღეში ერთ კილოს იმატებს. ცხოველი ნამატს წელიწადში ორჯერ იძლევა. იგი ერთ ჯერზე 10–15 გოჭს შობს. ელგუჯა ჯვარიძემ, ამ ჯიშის დედა ღორი, ხაშურიდან სოფელ მუსხში სამი წლის წინ ჩამოიყვანა და მის საღორეში უკვე რამდენიმე თაობის ცხოველია. ღორს, პირველი ნამატის მოცემა, შვიდი თვის ასაკში შეუძლია. გოჭებს დამაკებიდან 4 თვის შემდეგ ჰყრის. ელგუჯა ჯვარიძე ამბობს, რომ მომგებიანი ახალშობილი გოჭების გაყიდვაა, რადგან ხორცის რეალიზება უფრო რთულია. ფერმერი, სამომავლოდ, 10 დედა ღორის ყოლას აპირებს, რაც წელიწადში მინიმუმ 200 გოჭის ნამატს ნიშნავს. ჯვარიძის თქმით, მათ რეალიზებას, სოფელშივე მოახერხებს. ელგუჯა ჯვარიძეს უკვე გამზადებული აქვს ადგილი, სადაც ღორების მცირე ზომის ფერმა უნდა გააკეთოს. შენობის ასაგებად და ათი დედა ღორისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად, 5 ათასი ლარი სჭირდება. სწორედ ამ თანხის არქონის გამო, სამი წლის წინ დაწყებული საქმიანობა, ბიზნესად ჯერ კიდევ ვერ აქცია. ფერმერი ღორებს ქერით, შვრიითა და სიმინდით კვებავს. ოჯახი, საკვების ნაწილს თავად აწარმოებს. ელგუჯა ჯვარიძის თქმით, სასურველი შედეგის მისაღებად, ღორი კარგად უნდა გამოიკვებოს. შინაური ცხოველების მოვლაში, ოჯახის ყველა წევრია ჩართული. ელგუჯა ჯვარიძე მხოლოდ მეღორეობას არ მისდევს. ოჯახს 20 სული საქონელი ჰყავს. აქედან 7 მეწველი ძროხაა. ფერმერი კიდევ ხუთის შეძენას გეგმავს. ის ფიქრობს, რომ მესაქონლეობას და მეღორეობას, ერთნაირად განავითარებს.
Мой аккаунт