Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

''ღმერთს ებარებოდეთო!'' - დაგვაბარეს ფერეიდნელებმა...

''ღმერთს ებარებოდეთო!'' - დაგვაბარეს ფერეიდნელებმა...У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
LIKE - https://www.facebook.com/adjareli/ გთხოვთ, ვიდეოს ნუ ატვირთავთ სხვა არხებზე და გვერდებზე. ნებადართულია მხოლოდ გაზიარება. ნიაზ ზოსიძის ფერეიდნული სევდა. სხვადასხვა ცნობით, კახეთ-ჰერეთიდან 1614-1617 წლებში 200 ათასზე მეტი ქართველი ირანის ჩრდილოეთში გადაასახლეს. ფერეიდანში დასახლებულმა ქართველებმა, დღემდე შეინარჩუნეს ენა, იდენტობა, ადათ-წესები და ტრადიციები. 400 წელია აქ ქართველს ქართველი არ მოუკლავს. მარტყოფის პოლიცია უსაქმოდაა, ფაქტობრივად აქ დანაშაული არ ხდება. აქ უმეტეს კერძო დაწესებულებას თუ სახლს ქართული წარწერა ამშვენებს. ფერეიდანში ქართული ანბანი ღვთაების ტოლ-სწორი ფენომენია. მარტყოფის ქართველთა ენისადმი 400 წლიან ერთგულებას დედამიწაზე ანალოგი არ მოეძებნება. აქაურები სიამაყით ახსენებენ ალავერ-ხან უნდილაძეს, გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ისპაჰანის გრანდიოზული ხიდის აღმშენებლს. საუკუნეებია მარტყოფელები ''ციხემთობას'' აღნიშნავენ, ამ დღეს პატივს მიაგებენ ციხე-მთაზე გარდაცვლილთა სულებს. ''ღმერთს ებარებოდეთო!'' - დაგვაბარეს ფერეიდნელებმა...
Мой аккаунт