Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

გივი თარგამაძის რეაქცია პოლიციის რეიდებზე და შსს-ს პასუხი

გივი თარგამაძის რეაქცია პოლიციის რეიდებზე და შსს-ს პასუხიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 23-24 აგვისტოს პოლიციის მოქმედებებს ეხმაურება - ამის შესახებ გივი თარგამაძემ ბრიფინგი გამართა. გუშინ საპატრულო პოლიციის ოპერატიულმა მუშაკებმა მოულოდნელად მთელი ქალაქის მასშტაბით მოქალაქეთა მასობრივი ჩხრეკა და ყველასათვის უკვე კარგად დავიწყებული მასობრივი რეიდები დაიწყეს. გივი თარგამაძის თქმით, ასეთი ქმედება კრიმინალთან ბრძოლის არაეფექტური მეთოდია, რომელიც შევარდნაძისა და კახა თარგამაძის დროში გვაბრუნებს. დეპუტატის განმარტებით, შსს მინისტრის მოადგილემ იზორიამ, საზოგადოებას განუცხადა ჩხრეკვის აკრძალის შესახებ, მაგრამ გუშინდელი მომხდარი ფაქტი საწინააღმდეგოს ადასტურებს. "ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს სამართალდამცავებს, იმუშავონ მსოფლიოში აპრობირებული კრიმინალთან ბრძოლის მეთოდებით. შსს ვაკე-საბურთალოს მაგისტრალზე მოძრაობის შეფერხების შესახებ განმარტებას აკეთებს "ვაკე-საბურთალოს მაგისტრალზე წუხელ მოძრაობის დროებითი შეფერხება ერთი პირის დაკავებამ გამოიწვია". უწყება განმარტავს, რომ საპატრულო ეკიპაჟმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, რამაც, აღნიშნულ ავტომაგისტრალზე, მოძრაობის დროებითი შეფერხება გამოიწვია. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიცია 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და მოქმედებს კანონის ფარგლებში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს.
Мой аккаунт