Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

გიორგი ლეონიძე ნინო ჭავჭავაძეს / Giorgi Leonidze - Nino Chavchavadzes

გიორგი ლეონიძე ნინო ჭავჭავაძეს / Giorgi Leonidze - Nino ChavchavadzesУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი, ახლაც მინათებს შენი მშვენება... შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს არ უწერია გადაშენება. შენც ცოცხალი ხარ, შენი მგოსნებიც და გაჟრჟოლება მათი გულისა, თავშესაფარი რამდენ ოცნების, იყავ ბანაკი გაზაფხულისა! შენს სილამაზის იქით ბნელდება, დაიხურება ცისკრის კარედი: შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად, მკერდზე რომ ვარდსაც ძლივს იკარებდი. ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ, ათას წელს გასძლებს შენი მშვენება; შენ - სილამაზის ნაზო გრიგალო, შენგან აროდეს მომესვენება.
Мой аккаунт