აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ერთ--ერთი სიმბოლოა ბზა. ბზობას მართლმადიდებელი სამყარო აღდგომამდე ერთი კვირით ადრე აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით , დიდი რაოდენობით იჭრება და იყიდება ბზა,რაც კანონით დასჯადია და აღნიშნულ საკითხზე კონტროლი გარემოს დაცვის სამინისტროსა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ მკაცრდება . ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე ვრცელდება , კანონით დადგენილი სანქციები. კერძოდ: სამართალდამრღვევს ჯარიმა ეკისრება ყოველი მოტეხილი ტოტისათვის, რომელიც შესაძლოა, შეადგენდეს მიზერულ თანხას; თუმცა, გარემოზე მიყენებული ზიანის სიმძიმის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა მერყეობს 200-დან 600 ლარამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს -- აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე."
აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასთან საუბარში, „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის" რეგიონულმა კოორდინატორმა მაია კოდუამ აღნიშნა, რომ „კავკასიის გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ" (CENN) პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კოლხური ბზის სოკოვანი დაავდება დაფიქსირდა. ორგანიზაცია პრობლემის აღმოსაფხვერელად სპეციალური ღონისძიებებსი გატარებას გეგმავს და მოსახლეობას ბზის მოჭრისგან მაქსიმალურად თავშეკავებას მოუწოდებს.საქართველოს საპატრიარქოსა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, ეხმაურება ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკატედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მალხაზ ჭანტურია.კოლხური ბზა ენემური სახეობაა. იზრდება ძალზე ნელა და ხასიათდება არეალის შემცირების ტენდენციით , რირი უმთავრესი მიზეზი უკონტროლო ჭრაა. ამიტომაც კოლხური ბზა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში
2013-04-25