Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ექსკურსია- ჩარგალი, ანანურის ციხე, ბაზალეთის ტბა.

ექსკურსია- ჩარგალი, ანანურის ციხე, ბაზალეთის ტბა.У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
2013 წლის 8 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები,მშობლები და მე–კლასის ხელმძღვანელი დილის 8 სათზე გავემგზავრეთ ექსკურსიაზე მარშრუტით ვანთა–ჩარგალი–ანანურის ციხე–ბაზალეთის ტბა–ვანთა. ჩარგალი არის სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში.მდებარეობს თბილისიდან 80 კმ-ის დაშორებით, ქართლის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჩარგლულის ხეობაში. ზღვის დონიდან 1200 მ–ზე, დუშეთიდან 52 კმ–ითა დაშორებული. ჩარგალში დაიბადა ვაჟა-ფშაველა. სოფელში არის მწერლის სახლ-მუზეუმი და იქვე ყოველ წელს ტრადიციული ფესტივალი „ვაჟაობა“ იმართება.დავათვალიერეთ ანანურის ციხე. ის არის ფეოდალური ხანის (XVI-XVII სს.) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან. ანანურის ქვედა ციხე XVIII საუკუნის დასაწყისშია აგებული. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან ანანურის ციხე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. საღამოს გავემართეთ ბაზალეთის ტბისაკენ.ბაზალეთის ტბა მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. მ³. ბაზალეთის ტბა ვულკანური წარმოშობისაა და გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით.
Мой аккаунт