Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ეკგ მონიტორი 3/ სინუსური ტაქიკარდია (გახშირებული გულისცემა) / სინუსური არითმია

ეკგ მონიტორი 3/ სინუსური ტაქიკარდია (გახშირებული გულისცემა) / სინუსური არითმიაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ეკგ მონიტორი 3/ სინუსური ტაქიკარდია (გახშირებული გულისცემა) ტაქიკარდიის გამომწვევი პათოლოგიები: ჰიპერთირეოზი: გრეივსის დაავადება (დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი); პლამერის დაავადება (კვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი); დე კერვენის თირეოიდიტი (ქვემწვავე თირეოიდიტი); ჰაშიმოტოს თირეოდიტი (ჰიპერთირეოზის სტადიაში); ხელოვნური ჰიპერთირეოზი (თირეოიდული ჰორმონების მიღების გამო); ამიოდარონით ან სხვა ანტიარითმიული პრეპარატებით ინდუცირებული ჰიპერთირეოზი; ჰიპოფიზის სიმსივნე (ადენომა) თირეოტროპული ჰორმონის ჭარბი სეკრეციით; საკვერცხეების ტერატომები (საკვერცხის ჩიყვი); იოდის შეყვანით გამოწვეული ჰიპერთირეოზი. ვერცხლისწყლით მოწამლვა (ჰიდრარგირია, მერკურიალიზმი)- აკროდინია, ჰანტერ-რასელის სინდრომი და მინამატას დაავადება; ცხელება; სხვადასხვა გენეზის მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობა და მათ შორის, შოკი (მაგ., ელექტრული, კარდიოგენური); სუნთქვითი უკმარისობით მიმდინარე ფილტვის დაავადებები; ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია; ანემია და ჰემორაგია; კავასაკის დაავადება; ფეოქრომოციტომა; პრეპარატების გამოყენება (სიმპათომიმეტური საშუალებების გამოყენება: დობუტამინი, დოფამინი, ეპინეფრინი, იზოპროტერენოლი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, პარასიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის დამაქვეითებელი საშუალებები: ატროპინი. ეუფილინი, კოფეინი ნიკოტინი, კოკაინი, ამფეტამინები. ინტრაკარდიული მიზეზები: გულის ქრონიკული უკმარისობა; მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (უვითარდებათ 1/3-ზე მეტს, ხოლო თუ ინფარქტის ზონა ვრცელია- მაშინ პაციენტთა 50%-ზე მეტს); საერთოდ, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს სინუსური ტაქიკარდიის აღმოცება ცუდი პროგნოზული ნიშანია, რადგან ის ერთ შემთხვევაში გულის უკმარისობის, ხოლო მეორე შემთხვევაში კარდიოგენური შოკის განვითარების მანიშნებელია; გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებს სტენოკარდიის მძიმე შეტევისას; მწვავე მიოკარდიტი; მწვავე პერიკარდიტი; კარდიომიოპათიები.
Мой аккаунт