Wednesday, 17 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ეკგ/ ებშტეინის ანომალია (მარჯვენა წინაგულის ჰიპერტროფია,მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია)

ეკგ/ ებშტეინის ანომალია (მარჯვენა წინაგულის ჰიპერტროფია,მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია)У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ეკგ/ ებშტეინის ანომალია (მარჯვენა წინაგულის ჰიპეტროფია,მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია) 17 წლის გოგონა ქოშინით, ტერფებისა და მტევნების შეშუპებითა და მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობის ნიშნებით. დაბადებიდანვე მოისმინებოდა გულის შუილი. ციანოზი არ აქვს. რა ანომალიებია ნაჩვენები ეკგ-ზე და რა არის სავარაუდო დიაგნოზი? ებშტეინის ანომალია გულის თანდაყოლილი მანკია და მისი სიხშირე თანდაყოლილ კარდიულ მანკებს შორის 1%-ია. მართალია ძალიან იშვიათია, მაგრამ სამკარიანი სარქვლის უკმარისობის გამომწვევ მიზეზებს შორის ყველაზე ხშირია (თანდაყოლილთა შორის). ახასიათებს: სამკარიანი (სამკარედი, ტრიკუსპიდური) სარქვლის აფრების (კარედების) დისპლაზია, ინტრაატრიული შუნტი (ღია ოვალური ხვრელით, წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი), რეგურგიტაცია (ვინაიდან სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანებაა), მარჯვნიდან მარცხნივ შუნტი,ციანოზი, პერიფერიული შეშუპება (მტევნებისა და ტერფების შეშუპება), კისრის ვენების პულსაცია, შუილი სამკარიან სარქველზე, გულის ზომების გადიდება, ჰეპატომეგალია და სიყვითლე. რეგურგიტაციის სხვა მიზეზებია: მარჯვენა წინაგულის მიქსომა, სამკარიანი სარქვლის რევმატული დაზიანება, მარჯვენა პარკუჭის ინფარქტი დვრილისებრი კუნთების დაზიანებით, ინფექციური ენდოკარდიტი, კარცინოიდული სინდრომი. ეკგ-ზე: ვოლფ-პარკინსონ-ვაითის სინდრომი (ვპვ სინდრომი), ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა, მაღალამპლიტუდიანი, წამახვილებული წინაგულოვანი კომპლექსები (P კბილები), მაღალი R კბილები, გულის ელექტრული ღერძის მარჯვნივ გადახრა. ებშტეინის ანომალია ხშირად რთულდება პერიკარდიტით. მარჯვენა წინაგულის ჰიპერტროფიის მიზეზებია: ღია არტერიული სადინარი ტრიკუსპიდური სტენოზი (სამკარიანი სარქვლის სტენოზი) ფილტვის არტერიის სტენოზი ეიზენმენგერის სინდრომი (აიზენმენგერის კომპლექსი) ფალოს ტეტრადა ნებისმიერი გენეზის ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (პულმონური ჰიპერტენზია). ახასიათებს ჰოლოსისტოლური შუილი აუსკულტაციით და კარდიომეგალია- რენტგენოლოგიურად. არასწორია: ეპშტეინის ანომალია, აპშტეინის მანკი
Мой аккаунт