Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

დეკა ნაყეური "გახსოვს ის ღამე და მთვარის მზერა, "

დეკა ნაყეური "გახსოვს ის ღამე და მთვარის მზერა, "У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
გახსოვს ის ღამე და მთვარის მზერა, სხივთა კანკალი ღამეულ მტკვარში , გამოგიგონე... და ასე მჯერა, რომ ვერასოდეს ვერ გაგცვლი სხვაში... ვერ გაგცვლი, რადგან არ შემწევს ძალა და ახლაც ვხედავ, თეთრი ნისლების ტანთ საქორწილო გაცვია კაბა და გშვენის ფერი თმა მთვარსხივების. ასე შორიდან უცნობმა ნაცნობს, ნაცნობმა უცნობს,თუ რა გიწოდო, დალალში გრილი ნიავი ანცობს და მინდა ხელი გამოგიწოდო. მაცოცხლოს შენი თითების სითბომ და შენი სუნთქვით ვისუნქთო მარად, ასე მგონია, ჩემთან ხარ ვითომ, დამყვები ყველგან, წვიმად თუ დარად... გახსოვს მკლავები? ვით უსურვაზი გარწევდნენ, როგორც ტალღებში გედი, გულზე შეხება თითების გახსოვს? ფეთქავდა, თითქოს დაჭრილი მტრედი, ან თბილი სუნთქვით თმების შერხევა, მათი ალერსი თითებით მერე, ვარდის ფურცლისებრ ნაზი შეხებით გული შენს გულში გადაიწერე.... ასე მგონია, როდესღაც მაინც, მოხვალ სიცოცხლის ჩაქრობის ჟამდე, შენი თვალებით შევხედავ აისს და გელი... გელი გარიჟრაჟამდე...
Мой аккаунт