ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ წინასაარჩევნო შეხვდრა გამართა ზუგდიში.გამარჯვების შემთხვევაში ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი რუსეთს ნაბიჯ-ნაბიჯ დაუთმობს ყველაფერს, ხოლო მეორე - ერთბაშად. ამის შესახებ ზუგდიდში გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ "ორივე შემთხვევაში საქართველოს არაფერი ეშველება".
"ზოგიერთ კანდიდატს აქვს გამოცდილება, მაგრამ ეს არის ოკუპანტის კარზე ხლების, თავის დახრის, დამორჩილების გამოცდილება, თუმცა გამოუცდელობა, რომელიც ზოგიერთ სხვა კანდიდატს ახასიათებს, არანაკლებ საშიშია, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ გვაბრუნებს რუსეთთან ევრაზიული კავშირის შესწავლის, ჩვენი მეგობარი სომხეთის საგარეო პოლიტიკის შესწავლის, რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლების და გმირებად გამოშვების, სამართალდამცველებში შევარდნაძის დროინდელი კადრების დაბრუნების გზით. რაც მეტს დაუთმობ რუსეთს, მით მეტს წაგართმევს. ამიტომ ერთი კანდიდატივით რაც უფრო მეტს და მეტს დაუთმობ რუსეთს ან მეორე კანდიდატივით ერთბაშად ჩვაბარებთ ყველაფერს, მაინც არაფერი გვეშველება, თუ პრინციპულად და მტკიცედ არ დავიცავით ჩვენი ინეტერესი და თუ არ გავაგრძელეთ ქვეყნის ევროპული კურსი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ და იქვე დასძინა, რომ „ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდება, რა არის საქართველოს არჩევანი -- წინსვლის დაბრუნება, თუ უკან დაბრუნება".