Thursday, 25 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ჭამა და სექსი (2011) [სრული ფილმი]

ჭამა და სექსი (2011) [სრული ფილმი]У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
2011 წლის ყველაზე სასაცილო და ხარისხიანი ქართული კომედია, აუტოფსიქოთერაპიის საათნახევარი ჩვენს ოფიციალურ არხზე იუთუბში -- თვითირონია ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვის ინსტინქტია, ჭამა და სექსი კი ყველაზე არქეტიპული ადამიანური საქმიანობა. ფილმი შედგება ნოველებისგან, რომლებიც ეხება ყველაზე მთავარ ადამიანურ ინსტინქტებს, ჭამას და სექსს. ყველა ნოველა დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე. ლევანი და მაკა გადადიან საცხოვრებლად მაკას მშობლებთან რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ ახალგაზრდა წყვილს სიყვარული და მოფერება შესაძლოა სპონტანურად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოუნდეთ... ნოდიკოს და სალომეს პირველი ღამე აქვთ ქორწილის შემდეგ ფეშენებელური სასტუმროს ძვირადღირებულ ნომერში -- ამ დღეს ისინი დიდხანს ელოდნენ, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც მათ წარმოედგინათ... სამი მეგობარი გენო, დათა და კირპიჩა დათას ბიძის გასვენების შემდეგ წყნეთის აგარაკზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ერთად ადიან გასართობად და სტრესის მოსახსნელად... გიგა და ნათია სამი წელია ცოლ--ქმარი არიან, მაგრამ ჯერ შვილი არ ყავთ, ნათია მარხვაზეა, გიგაც, თუმცა ნათია არაა დარწმუნებული, რომ გიგას სამსახურში ყოფნისას სული არ წასძლევს, გარშემო ხომ ამდენი ცდუნებაა... ლიკა ზაზას ახალგაზრდა და ლამაზი ცოლია. ზაზა მასზე ძალიან ბევრს ეჭვიანობს. ის კარგი სამსახურის შემოთავაზებას იღებს საფრანგეთიდან -- მაღალი ხელფასი და ორწლიანი კონტრაქტი. თუმცა ცოლს თან ვერ წაიყვანს... რეჟისორი: -- გიორგი ლიფონავა სცენარისტები: -- მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე და ქეთი დევდარიანი დამდგმელი ოპერატორი: -- გელა ჩინჩალაძე როლებში: -- ვანიკო თარხნიშვილი, ნელი აგირბა, დიმა ტატიშვილი, გია ცინაძე, თემიკო ჭიჭინაძე, ეკა ამირეჯიბი, ანი ტყებუჩავა, ლევან ყოჩიაშვილი, სალომე კოკუაშვილი, ნიკა წერედიანი, სოფო სებისკვერაძე, შორენა ბეგაშვილი, გიორგი ყველაშვილი, პალიკო ნოზაძე, ეკა ქართველიშვილი, გიორგი ვარდოსანიძე, ქეთი ჩაჩუა, თიკო ბედიანაშვილი, ქეთი კანთიძე, თამთა ცხვიტავა და სტეფანე მღებრიშვილი © Formula Creative, 2011
Мой аккаунт