ინგრედიენტები ცომისთვის:
--150გრ.-ხაჭო
--4ს.კ--მცენარეული ზეთი.
--1კვერცხი
--2ს.კ.შაქარი
--2ჭიქამდე ფქვილი
--1, 5ჩ.კ--გამაფხვიერებელი
--შაქრიანი ვანილი--1შეკვრა
ინგრედიენტები გულსართისთვის:
--კვერცხი--3ც.
--ცოცხალი მანდარინი--600გრ.
--ლიმონი--1ც.
--მარგარინი ან კარაქი--100გრ.
--შაქარი--150გრ.
--ხაჭო--750გრ.
--არაჟანი--225გრ.
--გამაფხვიერებელი--1ჩ.კ.
--შაქრიანი ვანილი--1შეკვრა
მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:
1.ჯერ მოვამზადოთ ცომი.ამისთვის მიქსერით ავთქვიფოთ ცომისთვის საჭირო ინგრედიენტები:ხაჭო, კარაქი, კვერცხი და ვანილი.დავამატოთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებლით და მოვზილოთ ცომი.
ნამცხვრის ყალიბში(ზომით24-26სმ დიამეტრის)წავუსვათ კარაქი და გავაბრტყელოთ ისე როგორს სურათზეა ნაჩვენები.ვიდრე გულსართს გავამზადებთ, შევდგათ მაცივარში ცომი.
2.გულსართისთვის კვერცხის ცილა გავაცალკავოთ და ავთქვიფოთ კარგად და დროებით შევდგათ მაცივარში.ლიმონი გავრეცხოთ, გავხეხოთ სახეხზე 1ჩ.კ ცედრა და გამოვწუროთ 1ს.კ .წვენი.
3.მიქსერით ავთქვიფოთ შერბილებული კარაქი, შაქარი და კვერცხის გულები.დავუმატოთ არაჟანი, ხაჭო, ლიმონის ცედრა და წვენი. ყველაფერი კარგად ავურიოთ.მანდარინი გავფცქვნათ, ლებნები გავასუფთაოდ გარე კანისგან, და ნახევარი ამ ლებნებისა შევურიოთ ცომში.გამოვიტანოთ მაცივრიდან ათქვეფილი ბეზე და ესეც დავამატოთ ამ მასას და კარგად ავურიოთ.
4.გამოვიტანოთ გამზადებული ცომი და ზედ გავშალოთ და გავასწოროთ კოვზით ეს გულსართი.მერე მოვაწყოთ დარჩენილი მანდარინის ლებნები და და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში.ვაცხობთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 1 საათის განმავლობაში.თუ თავი გადაუწითლდება ადრიანად, ტყვიის ფურცელი უნდა დააფაროთ(ფოლგა)
გავაცივოთ ნამცხვარი და ისე მივიტანოთ სუფრასთან, შემდეგ კი...
მიირთვით გემრიელად!