Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

"ცეკვა საქართველოსთან" - აჭარა

"ცეკვა საქართველოსთან" - აჭარაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
სერგი გვარჯალაძის დოკუმენტური სერიალი - "ცეკვა საქართველოსთან". დოკუმენტური სამოგზაურო სერიალი მოგვითხრობს კატარჟინა პაკოსინსკას საქართველოში მოგზაურობის შესახებ, იმ ქვეყნისა და ხალხის შესახებ, რომელზეც იგი 80-იანი წლებიდან შეყვარებულია. ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე პატარა ქვეყანა საბჭოთა პერიოდის შემდეგ სახეცვლილია და თავისი ბუნებით და ქართველი ხალხის ტრადიციული სტუმართმოყვარეობით კვლავ იზიდავს სტუმრებს. კატარჟინა მოგვითხრობს ამბებს და გვხდის მონაწილეს თუ როგორ კვეთენ მწვერვალებს საზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალი თუში მეცხვარეები, გვაცნობს თუში ქალის სიმღერებს და მსოფლიოში ცნობილი ქართული ნაციონალური ბალეტის მიერ შესრულებული აჭარულ ცეკვას. სერიალი მიმდინარეობს ულამაზეს და იდუმალ სვანეთში - ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილას, მოგვითხრობს კახეთის რეგიონის შესახებ, რომელიც ითვლება ღვინის აკვნად. კატარჟინა, ასევე გვაცნობს თბილისს, მულტიკულტურულ დედაქალაქს, ცნობილს გოგირდის აბანოებითა და აღმოსავლური და დასავლური ცხოვრების წესის წარმოუდგენელი ნაზავით. წამყვანი ფილმის მოქმედი გმირია და არა მხოლოდ დამკვირვებელი. იგი სწავლობს ხინკალის მომზადებას, თექის (თუშური ფარდაგი) მომზადების წესს და ჯირითობს ცხენებზე. 6-ნაწილიანი სერიალი გაფორმებულია თანამედროვე ქართველ ხელოვანთა ორიგინალური მუსიკით, წარმოებულია სინემა-ვერიტეს სტილში. რეჟისორი და პროდიუსერი: სერგი გვარჯალაძე. მაუწყებელი: TVP2 (პოლონეთი) თებერვალი 2009. ერთობლივი წარმოება: TVP2 / KOMUNAMEDIA.COM.
Мой аккаунт