20 საუკუნის კრივის რეიტინგი 2 GEORGIA 324 BOXERS. 2 ნ.
Средневес Николай ( Кока ) Давлианидзе в красной форме VS тяж Илья Кудинов синяя форма ,приблизительно 1995 год. .ნიკოლოზ დავლიანიძე VS ილია კუდინოვი.
20 საუკუნის ქართული კრივის რეიტინგის 2 ნაწ.სულ 7 ნაწილი და 324 მოკრივე.: № 7 დავით კვაჭაძე,- სპორტის დამსახურებული ოსტატი,1977 წ. ევროპის ჩემპიონი,სამგზის1976,1977,1980 წ. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და 1978 წ.ვერცხლის პრიზიორი. № 8 ანდრო ნავასარდოვი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, 1944 წ. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ხუთგზის ფინალისტი.საბჭოთა კავშ. გუნდურ პირველობებში 1936 წ. და 1945 წ.- ორჯერ საქართველოს ნაკრებ გუნდთან ერთად მოიპოვა ოქროს მედალი. № 9 გიორგი ვართანოვი,- სპორტის დამსახურებული ოსტატი, საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი-1938,39,40 წ. და 1936,1946 წ. ვერცხლის პრიზიორი.№ 10 გაბრიელ ხანუკაშვილი, - ორგზის 1948,1949 წ. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და საბჭოთა კავშ.ჩემპიონატების ორგზის 1946,1950 წ. ვერცხლის პრიზიორი და1945 წლის ბრინჯაოს პრიზიორი. № 11 ლევან ღუდუშაური,- სპორტის დამსახურებული ოსტატი,საბჭოთა კავშირის აბსოლუტური ჩემპიონატის პრიზიორი,1945 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი,1944 წლის და 1946 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორი და 1945 წლის საბჭოთა კავშირის გუნდურ პირველობაში საქართველოს ნაკრებ გუნდთან ერთად მოიპოვა ოქროს მედალი.№ 12 ზურაბ სარსანია,- 1989,1990 1991 წ. საბჭოთა კავშირის პირველობებზე მოიპოვა პირველი ადგილი. 1993 წ. რუსეთის ქ.ნოვოვორონეჟში სნგ-ს,ანუ რუსეთის ღია ჩემპიონატზე ფინალში სუპერმძიმე წონაში, ორთა ბრძოლაში ევგენი ბელოუსოვთან, მოიპოვა ვერცხლის მედალი. ფაქტიურად, მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით,მას წაართვეს გამარჯვება ! 1993 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. №13 შალვა გორგასლიძე,- სპორტის დამსახურებული ოსტატი, 1944 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ორგზის 1937,1938 წ. პრიზიორი. 1936 წელს და 1945 წელს საბჭოთა კავშირის გუნდურ პირველობებში ორჯერ საქართველოს ნაკრებ გუნდთან ერთად მოიპოვა ოქროს მედალი. № 14 ალბერტ კაზანჯანი,- 1985 წ.საბჭოთა კავშირის ჩემპიონი,1986 წ. ვერცხლის პრიზიორი და ორგზის 1987,88 წ.ბრინჯაოს პრიზიორი. პოლკოვნიკი სერგო დავლიანიძე 17 07 2011.