Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ბაკურიანი--ახალქალაქის გზა

ბაკურიანი--ახალქალაქის გზაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ლაშა ჭკადუასთან ერთად არაგვას სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი, ბაკურიანი-ახალქალაქის დამაკავშირებელი 10 კმ-იანი გზა გახსნა. მინისტრი აღნიშნული გზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას და გზის მშენებლებს შეხვდა. მეგზევეებს სამუშაოების დათქმულ ვადაში და ხარისხიანად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით, რამაზ ნიკოლაიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა და რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე გზის აღნიშნული მონაკვეთი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 40-მდე სოფლის მოსახლეობას მოემსახურება, სრულიად ამორტიზებული იყო და მასზე გადაადგილება სირთულეებს უქმნიდა, როგორც ადილობრივ მაცხოვრებლებს, ასევე რეგიონის სტუმრებს. გზის 10 კმ-იანი მონაკვეთი მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწების გასწვრივ გადის და სოფელ არაგვას სათხილამურო სკოლასთან მთავრდება. რეაბილიტირებული გზა ადგილობრივებს კუთვნილ ნაკვეთებთან მისვლას გაუადვილებს, რაც რეგიონში სოფლის მეურნეობისა და მესაქონლეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო სანიაღვრე არხები, ხელოვნური ნაგებობები, თვალამრიდები და დაიგო 2 ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი. გზა დაიხაზა და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. გზის რეაბილიტაცია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოებზე პირდაპირ და ირიბად 150-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.
Мой аккаунт