Monday, 22 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ახალი 12 | ჰაკერული შეტევა | 30.09.12

ახალი 12 | ჰაკერული შეტევა | 30.09.12У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
კოალიცია ქართული ოცნების აქციის შემდეგ, გუშინ, ბერა ივანიშილის Facebook-ის ოფიციალური გვერდი გატეხეს. მის გვერდზე წაშლილია ძველი ინფორმაცია, აიტვირთა „ნაციონალური მოძრაობის" ფოტოები და დაიწერა უხამსი კომენტარები. უმადური ერი ხართ ქართველები ! სირცხვილია! ყველას დაგიჭერთ, ვინც ამ აქციაზე იყავით, როცა ხელისუფლებაში მოვალთ ! ორი დღეც მოიცადეთ ! -ამ შინაარსის სტატუსები გაჩნდა გუშინ ბერას გვერდზე. ამასთან დაკავშირებით განცხადება ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაკეთდა, რომელსაც ასეთი სახელწოდება აქვს - მიხეილ სააკაშვილის პასუხი დღევანდელ აქციას."ბერას სახელით ვრცელდება მუქარანარევი განცხადებების შემცველი ფოტო და ვიდეომასალა. როგორც ჩანს, ამგვარად პასუხობს ხელისუფლება აქციას, რომელიც დღეს თბილისსა და ქუთაისში გაიმართა და რომელსაც ასობით ათასი ადამიანი დაესწრო. მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს სასწრაფოდ აღკვეთონ მომხდარი ფაქტი, ხელისუფლებას კი ვურჩევთ, ნუ აჰყვებით ერთი კაცის პოლიტიკას, ნუ შეასრულებთ ბინძურ დავალებებს და თავი შეიკავეთ მსგავსი სახის პროვოკაციისგან." ეს განცახდება ბერას ოფიციალური გვერდის ადმინისტრაციამ ბიძინა ივანიშვილის გვერდზე გაავრცელა.
Мой аккаунт