Saturday, 20 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ავტომობილის ქიმიური წმენდა - Chemical cleaning of car

ავტომობილის ქიმიური წმენდა -  Chemical cleaning of carУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
პროფესიონალური დასუფთავების კომპანია "სუფთა სამყარო" მანქანის მშრალი დასუფთავება, ქიმიური წმენდა და დეზინფექცია. Professional Cleaning Company Clean World Dry-cleaning, Chemical cleaning and Disinfection. www.cleanworld.ge - 2 914 911 დროთა განმავლობაში ავტომანქანის სალონი საკმაოდ ბინძურდება. თქვენი და თქვენი მგზავრების ჯანმრთელობისათვის არასახარბიელო გარემო იქმნება. ძირითადი დაბინძურების ადგილებია: სალონის ჭერი, სავარძლები, კარებებზე გადაკრული მასალა, საჭე, მოწყობილობები, რბილი იატაკი და სხვა ზედაპირები. მათში ჩამჯდარია: ქუჩიდან შემოსული, მტვერი, გამონაბოლქვი, ადამიანის კანის ქერცლი, ნიკოტინი და რა თქმა უნდა, ათასი სახის ბაქტერა. მოვლის გარეშე მისი პირვანდელი სახე, ვიზუალური ეფექტი იკარგება, ცვდება ზედაპირი; პროფესიონალების პერიოდული ჩარევით შეძლებთ ახალი მანქანის შენარჩუნებას ან/და ძველი ეფექტის დაბრუნებას; სალონის წმენდა დასუფთავების სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება, პირველ ეტაპზე, მანქანა „კირბის“ მტვერსასრუტით დეტალურად სუფთავდება. რთულად მისადგომი ადგილებიდან მტვერთან ერთად სხვადასხვა სახის ჭუჭყის ამოღება ხდება; მტვრისგან დასუფთავების შემდეგ სალონის ქიმიური წმენდა გახლავთ საჭირო; ზედაპირები ქიმიური ხსნარით საფუძვლიანად მუშავდება; სალონის სველი წმენდა უსაფრთხოების წესების დაცვას მოითხოვს, რათა ელექტრო გაყვანილობა არ დაზიანდეს. განსაკუთრებული ყურადღება ზედაპირებზე არსებული ხილული ლაქების მოშორებას ექცევა. სპეციალისტის დაკვირვებული თვალი და გამოცდილება, კერხერის პროფესიონალურ საშუალებებთან ერთად ყოველთვის უნაკლო შედეგს გვაძლევს. დაბინძურებული ხსნარის ამოღება და გავლება სუფთა წყლით, სპეციალური აპარატის მეშვეობით ხდება. - სამუშაოს უმთავრესი ნაწილი, რბილი ზედაპირების სრულად ამოშრობაა, რასაც დიდი ძალისხმევა და პროფესიული უნარები სჭირდება. ბოლო ეტაპზე მანქანის სალონის დეზინფიცირება ხდება. - შედეგი შესამჩნევია! გარემო რომელთანაც ყოველდღიური შეხება გაქვთ უსაფრთხო, ეფექტური და სასიამოვნოა!
Мой аккаунт