Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
წარმომადგენელთა პალატის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი სენატში იწყება. დემოკრატი კონგრესმენები დონალდ ტრამპს ასამართლებენ. მოწმეთა ჩვენებებით და მტკიცებულებებით უნდა გაირკვეს, აქვს თუ არა თეთრი სახლის ლიდერისთვის წაყენებულ ბრალდებებს საფუძველი და საკმარისია თუ არა ეს გარემოებები იმპიჩმენტისთვის, რაც რთული პროცედურაა. იმისთვის, რომ პრეზიდენტი ხელისუფლებას ჩამოაშორონ, გადაწყვეტილებას მხარი სენატში მყოფმა რესპუბლიკელებმაც უნდა დაუჭირონ, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია. ტრამპის ოპონენტების მთავარი ბრალდება უკრაინის ხელისუფლებაზე აშშ-ის პრეზიდენტის შესაძლო ზეწოლას უკავშირდება. საქმეში ფიგურირებს ჯო ბაიდენის შვილიც. სწორედ ბაიდენი იქნება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მთავარი კონკურენტი. საქმეში, რომელიც იმპიჩმენტის მიზეზი გახდა, დღეს ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ახლა მთავარი ინტრიგაა, დაკითხავენ თუ არა სენატში მოწმეებს, რომელთა შორის ტრამპის გარემოცვის წევრებიც არიან.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
Мой аккаунт