Wednesday, 24 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

90 კლიმენტი რომაელი - IV

90 კლიმენტი რომაელი - IVУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
ლექციის მოკლე კონპექტი: მაცხოვრის სიკვდილის მთავარი მიზეზი იყო ის რომ იგი სულით ჯოჯოხეთში ჩავიდა. მაცხოვრის სხეული კაცობრივი სხეულისგან განსხვავებით არ გახრწნილა. ევტიქი კონსტანტინეპოლელი: ნამდვილად ხრწნილება და ცოდვით დაცემაა იმის თქმა, რომ მაცხოვრის კაცობრივი ბუნება ვიდრე აღდგომამდე ბიოლოგიურად უხრწნელი იყო. მაცხოვრის სხეული იმიტომ კი არ გაიხრწნა რომ იგი დაბადებიდან უხრწნელი იყო (პირიქით იგი ჩვეულებრივი ხრწნადი სხეული იყო), არამედ იმიტომ რომ ეს სხეული შეერთებული იყო ღმერთთან და ამ ღმერთობის ძალით მაცხოვრის სხეული დაუშლელი დარჩა. ასევე სულიც, რომელიც შეერთებული იყო ღმერთთან, არ დატყვევდა ჯოჯოხეთის მიერ და მაცხოვარი მესამე დღეს აღდგა. აღდგომისას კი მაცხოვარმა სხეული აღადგინა იმგვარ მდგომარეობაში რაც ადამიანს ქონდა ცოდვის დაცემამდე. სინანული სამ ეტაპად იყოფა: სინანულის პირადი განცდა, აღსარება მოძღვართან (ლიტურგიკული ნაწილი) და ნაყოფი სინანულის (როცა მონანული ცოდვების განმეორებას ერიდება). გარდაცვლილი ადამიანების ის ნაწილი, რომლებიც არც მყისიერი ცხონებისა და არც მყისიერი დაღუპვის ღირსნი არ არიან მიდიან ჯოჯოხეთში და განიცდიან სინდისის ქენჯნას (თავის ცოდვილიანობას). უფლის მეორედ მოსვლის შემდეგ ისინი გამოხსნილი იქნებიან ჯოჯოხეთიდან. კათოლიკური განსაწმენდელი (ანუ მესამე ადგილი შუალედური კაცობრიობისა) არ არსებობს. წმ. მარკოზ ეფესელს აქვს სრული სწავლება გარდაცლილთა ხვედრზე.
Мой аккаунт