50 რუსმა სამხედრომ, 21 წლის ქართველი გოგონა გააუპატიურა
ელენე გელაშვილი, 21 წლის, დევნილი ნიქოზიდან: - ცხინვალში სროლები რომ დაიწყო, იქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა და ფეხით წავედით გორისკენ. გზაში კაცი შეგვხვდა, რომელსაც ოჯახი "მარშუტკით" მიჰყავდა გორში და ჩვენც ავედით მანქანაში. ახალგაზრდა გოგოებს გვითხრეს, თავზე ჩადრი დაიფარეთ და ბებრებს დაემსგავსეთ, თორემ ის რუსები და ოსები ყველგან არიან, ტრანსპორტს აჩერებენ და თუ გოგო მოეწონათ, მიჰყავთო. ყველა მაშინვე : დავბერდით", მაგრამ ჩემმა დაქალმა, მარიმ თქვა, რა სისულელეა, ვინ უნდა წაგვიყვანოს? სიბერე თავის დროზეც მეყოფაო. ვეხვეწეთ, მაგრამ გაჯიუტდა... კილომეტრიც არ გვქონდა გავლილი, რომ 30-მდე შეიარაღებულმა რუსმა გაგვაჩერა. არ დამავიწყდება მარის გაფითრებული სახე. ის წაიყვანეს... ორი დღის მერე, გორში ვიყავით და თბილისისკენ ვაპირებდით წამოსვლას, როცა თქვეს, ჯარისკაცებს ნაწამები ახალგაზრდა გოგო