У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
???? გიზიარებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლის ფორმატში ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის პროექტის “უნილაბი სკოლაში” კურსდამთავრებულების ისტორიებს.
⭐???? ????16 წლის სანდრო შუბითიძე მე-11 კლასის მოსწავლეა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ვაზისუბნიდან. მის საგაკვეთილო ცხრილს წელს ახალი საგანი, პროგრამირების ენა C# დაემატა, რომელიც მან საკვირაო სკოლის ფარგლებში შეისწავლა.
????„რადგან სოფელში ვცხოვრობ და სოფლის მეურნეობასთან აქტიური შეხება მაქვს, ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება აქტიურად დაინერგოს საქართველოს სოფლის მეურნეობაში“.
✅სანდრო 14 წლიდან დამოუკიდებლად სწავლობს პროგრამირებას. სამომავლოდ სურს, პროფესიად კომპიუტერული მეცნიერებები აირჩიოს და დამოუკიდებლად შექმნას სრულყოფილი ვებ-გვერდები.
#ილიაუნისსაკვირაოსკოლა
#unilabatschool
#unilabalumni
#iliauni
#unilab