У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
კვირას საღამოს შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. საშინელი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, სამი კი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. არ წყდება სამძიმრის წერილები საელჩოების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადო მოღვაწეების მხრიდან. დაღუპულთა ოჯახებსა და ნათესავებს თანაგრძნობა გამოუცხადეს ქვეყნის პირველმა პირებმა და საქართველოს პატრიარქმაც.
შატილის გზა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზა არის. ბოლო დღეებში მთებში ხშირად წვიმდა, რამაც, შესაძლოა, გადაადგილება გაართულა.
მიკროავტობუსი ეკუთვნოდა ტურისტულ კომპანიას Traveler.ge.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით.