???? IEFG განათლების საერთაშორისო გამოფენა-ის ფარგლებში 28 მაისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტმა, გამართა საინფორმაციო შეხვედრა ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის პროგრამებთან დაკავშირებით.
⏺ შეხვედრაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მომავალ სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია მიღების პროცედურებზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, ფაკულტეტის რესურსებსა და სერვისებზე.
⏺ შეხვედრაზე ისაუბრეს ბიოფარმაციის, გამოყენებითი გენეტიკის, ბუნების დაცვისა და მეტყევეობის, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების, ეკოლოგიის, მოლეკულური ბიომეცნიერებების, ნეირომეცნიერებების, საკვები პროდუქტების მეცნიერებისა და ფიზიკისა და ასტრონომიის სამაგისტრო პროგრამების შესახებ.
პროგრამები წარადგინეს:
▶ დავით თარხნიშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ევოლუციური ბიოლოგიისა და ეკოლოგიის მიმართულებით
▶ ელენე ჟურავლიოვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი; ასოცირებული პროფესორი ბიოქიმიის მიმართულებით;
▶ გია ჯაფარიძე, პროფესორი ფიზიკის (კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა, ნანოფიზიკა) მიმართულებით;
▶ არჩილ მაღალაშვილი, პროფესორი გეოლოგიის მიმართულებით