Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ფრანგული რენესანსის წარმომადგენლობის დაფუძნება საქართველოში.

ფრანგული რენესანსის წარმომადგენლობის დაფუძნება საქართველოში.У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
26 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოში დაფუძნდა საერთაშორისო ასოციაციის „ფრანგული რენესანსი“ წარმომადგენლობა. ასოციაცია „ფრანგული რენესანსი“ დაარსებულია 1915 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის, რემონ პუანკარეს მიერ. მისი მიზანია ფრანგული ენისა და კულტურის, ფრანკოფონიის პოპულარიზაცია მსოფლიოში. ასოციაციას წარმომადგენლობები აქვს მსოფლიოს 40 ქვეყანაში. მისი დევიზია „კულტურა – სოლიდარობა – ფრანკოფონია“, შესაბამისად, ასოციაციის ღონისძიებები ეძღვნება კულტურის ხელშეწყობას, საქმიანობას მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ასოციაციას დაწესებული აქვს რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა სფეროში გამორჩეული ფრანგულენოვანი მოღვაწეებისათვის. საერთაშორისო ასოციაციის ქართული წარმომადგენლობის ონლაინდაფუძნების ცერემონია გახსნა და სტუმრებს მიესალმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ასოციაციის საერთაშორისო პრეზიდენტი, პროფესორი დენი ფადა, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლა, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორი მოჰამედ კეტატა, საფრანგეთში საქართველოს დესპანი გოჩა ჯავახიშვილი. მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოსა და საფრანგეთში მცხოვრები განათლების, მეცნიერების, ლიტერატურის, კულტურის, თეატრალური და კინოხელოვნების, თარგმანის, ეკონომიკის, ტურიზმის, მედიცინის, სპორტის მიმართულებით ქართულ-ფრანგული ურთიერთობების განვითარების სფეროში მოღვაწე ქართველი და ფრანგი სპეციალისტები. საერთაშორისო ასოციაციის „ფრანგული რენესანსი“ საქართველოს წარმომადგენლობის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ფრანგული და ფრანკოფონული ენისა და კულტურის (ფართო გაგებით) პოპულარიზაციას საქართველოში, ასევე ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საფრანგეთსა და ფრანკოფონულ ქვეყნებში.
Мой аккаунт