პენტაგონის მეთაურმა გერმანიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ ისაუბრა
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
აშშ გერმანიაში საკუთარი სამხედრო ძალების რაოდენობას შეამცირებს, განაცხადა პენტაგონის მეთაურმა ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. თავდაცვის მინისტრის თქმით, დაახლოებით 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე დატოვებს გერმანიას უახლოეს მომავალში, მათგან 6 ათასზე მეტი სახლში დაბრუნდება, დანარჩენებს კი – იტალიასა და ბელგიაში გადატყორცნიან. გერმანიიდან ჯარების გაყვანის გეგმაზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ ივნისში საუბრობდა. საკუთარი გადაწყვეტილება მან ახსნა იმით, რომ ბერლინს არ სურს თავდაცვის ხარჯების გაზრდა, მიუხედავად ნატოს წევრობისა. რას ნიშნავს ეს ნაბიჯი ევროპისა და რუსეთისათვის – ჩვენს ვიდეოში გიამბობთ.