Sunday, 14 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

მილოცვა ილიაუნის სტუდენტებს

მილოცვა ილიაუნის სტუდენტებსУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო არასტანდარტული და სირთულეებით აღსავსე სასწავლო წელი. ტრადიციულად, ამ დროს ლისზე ვიკრიბებით ხოლმე ილიაუნის დაბადების დღის აღსანიშნავად, კურსდამთავრებულებს კი ცერემონიით ვულოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. პანდემიამ ჩვენი გეგმები მხოლოდ გადაავადა – დიდი ზეიმი აუცილებლად გაგვაერთიანებს უსაფრთხო დროს, ჩვენი ვარაუდით, არა უგვიანეს გაზაფხულისა, 2020 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიასაც სრულფასოვნად გავმართავთ, ამ დღესთან დაკავშირებულ ემოციებსაც ერთმანეთს არავირტუალურ გარემოში გავუზიარებთ, ყოველგვარი 2-მეტრიანი ფიზიკური დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვების გარეშე. მანამდე კი თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით კი 2020 წლის კურსდამთავრებულებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გვინდა სიმბოლურად, ვირტუალურად მოგილოცოთ არასტანდარტული სასწავლო წლის დასასრული და გადაგიხადოთ მადლობა ამ რთულ პერიოდში თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის. რექტორის, რექტორის მოადგილეების, ადინისტრაციის ხელმძღვანელის, დეკანების, პროგრამის ხელმძღვანელების მილოცვა ილიაუნის სტუდენტებს.
Мой аккаунт