კამჩატკიდან ბალტიის ზღვამდე: რუსეთში სამხედრო–საზღვაო ფლოტის დღე აღნიშნეს
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
რუსეთში სამხედრო–საზღვაო ფლოტის დღე აღნიშნეს. საზეიმო აღლუმები 26 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა — კამჩატკიდან ბალტიის ზღვამდე. დღესასწაული პირველი ტრადიციულად პეტროპავლოვსკ–კამჩატსკსა და ვლადივოსტოკში აღინიშნა, სადაც აღლუმში წყნარი ოკეანის ფლოტის ხომალდები და სამხედროები მონაწილეობდნენ. მთავარი საზღვაო აღლუმი კი სანქტ–პეტერბურგში გაიმართა, სადაც პუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სიტყვა წარმოთქვა.
ფინეთის ყურეში ორმოცზე მეტმა გემმა გაიარა, მათ შორის, რეკონსტრუირებულმა ლინკორმა „პოლტავამ“, შემდეგ კი აღლუმის საჰაერო ნაწილი გაიმართა.
ქალაქის ტავზე ორმოცზე მეტმა ავიატექნიკამ გადაიფრინა, ხოლო Су-25–ებმა ცაზე რუსეთის დროშის ფერები გამოსახა.
საზღვაო აღლუმები ჩატარდა სევასტოპოლში, ბალტიისკში, სევერომორსკში და ასევე პირველად — დარესტნის ქალაქ კასპიისკში, სადაც კასპიის ფლოტილიაა ბაზირებული.
პროფესიული დრე აღნიშნეს სირიაში მყოფმა რუსმა სამხედროებმაც — აღლუმი ტარტუსის პორტში მოეწყო. იხილეთ დღესასწაულს ამსახველი ვიდეო.