Monday, 15 September, 2025г.
russian english deutsch french spanish portuguese czech greek georgian chinese japanese korean indonesian turkish thai uzbek

пример: покупка автомобиля в Запорожье

 

ინტერაქტიული გამოფენა: სამყარო. ადამიანი. ინტელექტი

ინტერაქტიული გამოფენა: სამყარო. ადამიანი. ინტელექტიУ вашего броузера проблема в совместимости с HTML5
გოეთეს ინსტიტუტი, მაქს პლანკის საზოგადოება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ გამოფენას „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი”, რომელიც ეძღვნება გერმანიის უახლეს სამეცნიერო მიღწევებს. ინტერაქტიული გამოფენა მოგვითხრობს კაცობრიობის დიდ საიდუმლოებებსა და მეცნიერული აზროვნების მიღწევებზე. „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი“ წარმოადგენს მაქს პლანკის საზოგადოების კვლევის შედეგებს, მიმდინარე და სამომავლო კვლევით პროექტებს გერმანიიდან და სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც კაცობრიობის მიერ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. გამოფენის მიზანია ინტერესის გაღვივება მეცნიერებისა და გერმანული ენის მიმართ. გამოფენა ხუთი თემატური სფეროსგან შედგებოდა: „სამყარო“, „ჰომო საპიენსის გზა“, „ჩვენი ტვინი“, „ცხოვრება ანთროპოცენში“ და „ხელოვნური ინტელექტი“. თითოეულ მოდულში არის ინსცენირების ელემენტი: მაგალითად, მონიტორი „ფეისმორფინგისთვის", ატმოსფერული გარსი, რომელიც აჩვენებს დისტანციებს გალაქტიკაში ან თაროები სხვადასხვა ლაბორატორიული ჭურჭლით.
Мой аккаунт