ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლ იჩამოინგრა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები შემთხვევის ადგილიდან, სადაც ნანგრევებისგან წმენდა და გადარჩენილების ძიება მიმდინარეობს
ამ ეტაპზე ტრაგედიის რამდენიმე მიზეზი სახელდება - გაზის ადეთქება, საყრდენი კედლების მონგრევა, ზემოდან ორი სართულის დაშენება, ლიფტის მიშენება, თუმცა ყველა ერთხმად აცხადებს, რომ სახლი ავარიული არ იყო.
ადგილობრივები აგრესიით შეხვდნენ ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძეს. ისინი მას უკანონოდ გაცემული დაშენების ნებართვაში ადანაშაულებენ. თუმცა სურმანიძე ირწმუნება, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კორპუსში სამშენებლო სამუშაოები არ განხორციელებულა. სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოების ნელი ტემპი სურმანიძემ იმით ახსნა, რომ ყველაფრის კეთება მხოლოდ ხელით ხდება.
მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლიდან არ გაცემულა შენობებზე დაშენების ნებართვები. „დაშენება 20 წლის წინ განხორციელდა. რაც შეეხება ლიფტს, მასზე ნებართვა 2017 წელს გაიცა. ლიფტი მსუბუქი კონსტრუქციაა, რომელიც შენობაზე გარედანაა მიმაგრებული“ , - განაცხადა ბათუმის მერის მოვალეობების შემსრულებელმა.