აშშ შეცდა: ნოვაკმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“ თითქმის მზადაა
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
აშშ-მა არასწორი გამოთვლა გააკეთა. მიუხედავად ვაშინგტონის სანქციებისა და წნეხისა, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი - 2-ის“ მშენებლობა 95%-ით შესრულებულია. პროექტის მზადყოფნას ასეთი შეფასება მისცა რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრ ნოვაკმა. ვიცე-პრემიერის აზრით, გაზსადენის პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება, რადგან მისი მონაწილეები ამით დაინტერესებულები არიან. „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“ მოიაზრებს გაზსადენის 2 ტოტის მშენებლობას რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. საერთო სიმძლავრე 55 მლრდ გაზია წელიწადში. პროექტში მონაწილეობენ რუსული „გაზპრომი“ და სხვა ევროპული კომპანიები. „ჩრდილოეთის ნაკადი - 2-ს“ აქტიურად ეწინააღმდეგება აშშ. რატომ ცდილობს ვაშინგტონი ჩაშალოს გაზსადენის მშენებლობა ნოვაკის აზრით - ნახეთ ჩვენს ვიდეოში.