აშშ-ის სენატში თურქეთისგან С-400-ების გამოსყიდვას მოითხოვენ
У вашего броузера проблема в совместимости с HTML5
აშშ-ის სენატში თურქეთისგან ახალი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ების გამოსყიდვას მოითხოვენ. 2021 წელს აშშ-ს ეროვნული თავდაცვის საბიუჯეტო ასიგნებების შესახებ კანონპროექტის შესაბამისი ცვლილების შეთავაზება რესპუბლიკელ სენატორ ჯონ ტუნის ეკუთვნის. მისი თქმით, ამერიკელები რუსულ კომპლექსებს პენტაგონის ბიუჯეტის ხარჯზე შეიძენენ. C-400-ის შეძენამ აშშ-სა და თურქეთს შორის კონფლიქტი გამოიწვია. ვაშინგტონმა მოითხოვა, რომ ანკარას უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე და სანაცვლოდ ამერიკული სისტემები Patriot ეყიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელები იმუქრებოდნენ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებითა და ანკარასთვის F-35 გამანადგურებლების მიყიდვის გადადებით ან სულაც გაუქმებით. თურქეთის მთავრობ დათმობაზე არ წავიდა. რამდენად რეალურია სენატორი ტუნის წინადადება - იხილეთ ჩვენს ვიდეოში.