აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ რუსეთის წინააღდეგ ახალი სანქციები დააწესა. შეზღუდვებში მოხვდა 40 რუსული ორგანიზაცია, რომლებიც შეიარაღებულ ძალებთან არიან კავშირში. მათ ექსპორტის შეზღუდვა დაუწესდათ, უფრო ზუსტად, კომპანიები ვერ შეძლებენ ზოგიერთი ამერიკული საქონლისა და ტექნოლოგიების შეძენას. სასანქციო სიაში შევიდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, საგარეო დაზვერვის სამსახური და საავიაციო, კოსმოსური და ხომალდმშენებელი დიდი საწარმოები. მათ შორისაა კომპანია „სუხოი“ და „ტუპოლევი“, კორპორაცია „მიგი“, „როსტეხი“, „როსატომი“, ასევე „როსკოსმოსი“. შეზღუდვები შეეხო საკოორდინაციო ცენტრ „პროგრესსაც“, რომელიც ამზადებს რაკეტებს „სოიუზ“. რა რეაქცია ჰქონდათ რუსეთში აშშ-ის გადაწყვეტილებაზე - ჩვენს ვიდეოში იხილავთ.